"მთაზე თოვლი მოწყდა და ქვეშ მოიყოლა... 5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით წასული" - რას ჰყვება რწმუნებული ბაკურიანში მომხდარ ფაქტზე? - კვირის პალიტრა

"მთაზე თოვლი მოწყდა და ქვეშ მოიყოლა... 5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით წასული" - რას ჰყვება რწმუნებული ბაკურიანში მომხდარ ფაქტზე?

ბა­კუ­რი­ან­ში, ზვავ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი მოყ­ვა, მათ­გან 4-მა თა­ვის დაღ­წე­ვა შეძ­ლო, 40-წლამ­დე მა­მა­კაცს კი ამ დრომ­დე ეძე­ბენ. რო­გორც "კუ­რი­ერს" სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ისი­ნი ბუ­რა­ნე­ბით, სას­რი­ა­ლოდ იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი, რა დრო­საც თოვ­ლის მასა მო­წყდა და ქვეშ მო­ი­ყო­ლა.

"ცი­ხის­ჯვა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მთა­ზე 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი იყო ბუ­რა­ნე­ბით, სას­რი­ა­ლოდ იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი. ერთ-ერთ მთა­ზე მო­წყდა თოვ­ლი და ქვეშ მო­ი­ყო­ლა 1 ადა­მი­ა­ნი. 4 ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა, გა­მო­ვიდ­ნენ. ამ დრო­ის­თვის, თოვლში მო­ყო­ლი­ლია 1 ადა­მი­ა­ნი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სას­წრა­ფოდ გა­მოგ­ზავ­ნა ვერ­ტმფრე­ნი მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად. ად­გი­ლი მი­უ­ვა­ლია ფე­ხით. ვერ­ტმფრენ­მა მაშ­ვე­ლე­ბი და­ტო­ვა და, ამ დრო­ის­თვის, მიმ­დი­ნა­რე­ობს ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა,"- აცხა­დებს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვი­ლი. გააგრძელეთ კითხვა