"მთაზე თოვლი მოწყდა და ქვეშ მოიყოლა... 5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით წასული" - რას ჰყვება რწმუნებული ბაკურიანში მომხდარ ფაქტზე?
ბაკურიანში, ზვავში ადგილობრივი 5-კაციანი ჯგუფი მოყვა, მათგან 4-მა თავის დაღწევა შეძლო, 40-წლამდე მამაკაცს კი ამ დრომდე ეძებენ. როგორც "კურიერს" სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა, ისინი ბურანებით, სასრიალოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც თოვლის მასა მოწყდა და ქვეშ მოიყოლა.
"ციხისჯვარის მიმართულებით მთაზე 5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით, სასრიალოდ იყვნენ წასულები. ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა 1 ადამიანი. 4 ადამიანი გადარჩა, გამოვიდნენ. ამ დროისთვის, თოვლში მოყოლილია 1 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ გამოგზავნა ვერტმფრენი მაშველებთან ერთად. ადგილი მიუვალია ფეხით. ვერტმფრენმა მაშველები დატოვა და, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება,"- აცხადებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი. გააგრძელეთ კითხვა