როგორ აღნიშნეს ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა - სალომე ღვინიაშვილის ემოციური კადრები, რომელშიც ორსული ნიცა თავაძეც მოხვდა - ვიდეო - კვირის პალიტრა

როგორ აღნიშნეს ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა - სალომე ღვინიაშვილის ემოციური კადრები, რომელშიც ორსული ნიცა თავაძეც მოხვდა - ვიდეო

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხეს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ზურა ხიზანიშვილის მეუღლე, სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, თუ როგორ შეხვდნენ გამარჯვებას და როგორ აღნიშნეს ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. კადრში ნაკრების მოქმედ და ყოფილ ფეხბურთელებთან არიან მათი მეუღლეებიც, მათ შორის ორსული ნიცა თავაძე, რომელიც ბიჭს ელოდება.