შემზარავი ავარია ლიმპოპოში - დაღუპულია 45 მომლოცველი, ერთადერთი გადარჩენილი 8 წლის ბავშვია - კვირის პალიტრა

შემზარავი ავარია ლიმპოპოში - დაღუპულია 45 მომლოცველი, ერთადერთი გადარჩენილი 8 წლის ბავშვია

სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ პროვინციაში, ლიმპოპოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები სამხრეთ აფრიკის ტრანსპორტის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებენ.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი ხიდიდან ხევში გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი 8 წლის ბავშვია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მგზავრები მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოტსვანას დედაქალაქ გაბორონედან ქალაქ მორიაში, წმინდა ენგენას ეკლესიაში სააღდგომო წირვაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"