ქართული კუნძული გაიყიდა - 3-ჯერ ძვირად საწყის ფასთან შედარებით - კვირის პალიტრა

ქართული კუნძული გაიყიდა - 3-ჯერ ძვირად საწყის ფასთან შედარებით

ტყიბულის წყალსაცავში მდებარე სამიდან ერთ-ერთი კუნძული, რომელიც მუნიციპალიტეტმა მარტის დასაწყისში გასაყიდად ხელახლა გამოიტანა, საწყის თანხასთან შედარებით თითქმის 3-ჯერ ძვირად გაიყიდა.

ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გასაყიდად გამოტანილი იყო 21,421 კვადრატული მეტრის ფართობი, რომლის საწყისი ფასი შეადგენდა 120 000 ლარს. თუმცა საბოლოოდ კუნძული 79 ბიჟის შედეგად 357 000 ლარად გაიყიდა. აუქციონი 25 მარტს დასრულდა.

რაც შეეხება მყიდველს, როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მფლობელის ვინაობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მასთან ხელშეკრულება გაფორმდება.

დოკუმენტაციის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში, ახალმა მფლობელმა უნდა განახორციელოს ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია.

განაგრძე კითხვა