"მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია ყვე­ლა ქუ­ჩის ობი­ექ­ტი, სა­დაც სურ­სა­თი მზად­დე­ბა და მომ­ხმა­რე­ბელს მი­ე­წო­დე­ბა" - რაზე გვაფრთხილებს სურსათის უვნებლობის ექსპერტი? - კვირის პალიტრა

"მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია ყვე­ლა ქუ­ჩის ობი­ექ­ტი, სა­დაც სურ­სა­თი მზად­დე­ბა და მომ­ხმა­რე­ბელს მი­ე­წო­დე­ბა" - რაზე გვაფრთხილებს სურსათის უვნებლობის ექსპერტი?

"მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია ყვე­ლა ქუ­ჩის ობი­ექ­ტი, სა­დაც სურ­სა­თი მზად­დე­ბა და მომ­ხმა­რე­ბელს მი­ე­წო­დე­ბა" - ამის შე­სა­ხებ სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის ექ­სპერ­ტმა ირაკ­ლი არა­ბულ­მა რა­დიო "პა­ლიტ­რის" გა­და­ცე­მა­ში "თქვე­ნი დრო" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დი­დია ალ­ბა­თო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას ზი­ა­ნი მი­ად­გეს და და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბით იყოს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ის პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი­დან ვი­ღებთ.რო­გორც სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის ექ­სპერ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ხში­რად ობი­ექ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მი­ნი­მა­ლურ, სა­ნი­ტა­რულ ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებ­საც კი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ.

"მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია ყვე­ლა ქუ­ჩის ობი­ექ­ტი, სა­დაც სურ­სა­თი მზად­დე­ბა და მომ­ხმა­რე­ბელს მი­ე­წო­დე­ბა. მა­ღა­ლი რის­კია, რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას ზი­ა­ნი მი­ად­გეს და და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბით იყოს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ის პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც ქუ­ჩა­ში ვი­ღებთ.

ამის­თვის სა­ჭი­როა, რომ იყოს ძა­ლი­ან დიდი კონ­ტრო­ლი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის, ისე მომ­ხმა­რებ­ლის მხრი­დან. თუმ­ცა, არ­ცერთ სა­ხელ­მწი­ფოს მა­კონ­ტრო­ლე­ბელ ორ­გა­ნოს არ აქვს იმის რე­სურ­სი, რომ ყვე­ლა ობი­ექ­ტი ხში­რად აკონ­ტრო­ლოს. ძა­ლი­ან ბევ­რი ბიზ­ნეს ოპე­რა­ტო­რია და ყო­ველ­დღი­უ­რად იმა­ტებს მათ რა­ო­დე­ნო­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად