სომხებმა პუტინის გამწარება გადაწყვიტეს - რა საკითხს განიხილავს ამ ქვეყნის პარლამენტი - კვირის პალიტრა

სომხებმა პუტინის გამწარება გადაწყვიტეს - რა საკითხს განიხილავს ამ ქვეყნის პარლამენტი

სომხეთის პარლამენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივებისა და გამოწვევების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო მოსმენებს გამართავს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე სომხეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის მუდმივმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო მოსმენები 4 აპრილს გაიმართება.

სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ თემას : „სომხეთის ევროინტეგრაციის ახალი პერსპექტივები და გამოწვევები“.

"ინტერპრესნიუსი"