"ნა­პო­ლიმ" და­ა­დას­ტუ­რა თავ­დამ­სხმე­ლის ტრავ­მა - ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" მომდევნო მატჩს გამოტოვებს - რას წერს იტალიური მედია? - კვირის პალიტრა

"ნა­პო­ლიმ" და­ა­დას­ტუ­რა თავ­დამ­სხმე­ლის ტრავ­მა - ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" მომდევნო მატჩს გამოტოვებს - რას წერს იტალიური მედია?

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია "ნა­პო­ლის" მომ­დევ­ნო მატჩს გა­მო­ტო­ვებს - ხუთ­შა­ბა­თის ვარ­ჯი­შის შემ­დეგ სა­კუ­თარ ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში "ნა­პო­ლიმ" და­ა­დას­ტუ­რა თავ­დამ­სხმე­ლის ტრავ­მა. დას­კვნა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ანა­ლი­ზებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა "მარ­ცხე­ნა ბარ­ძა­ყის შე­მა­ერ­თე­ბე­ლი კუნ­თის ძლი­ე­რი კონ­ტრაქ­ტუ­რა".

Sky Sport Italia-ს ცნო­ბით, კვა­რა­ცხე­ლი­ას ატა­ლან­ტას­თან თა­მა­ში სურს, მაგ­რამ ექი­მე­ბი გა­რის­კვას არ ურ­ჩე­ვენ, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი შემ­დგო­მი და­ზი­ა­ნე­ბა, ამი­ტომ 23 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი შა­ბათს და­გეგ­მილ თა­მაშს გა­მო­ტო­ვებს.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ტრავ­მა სა­ბერ­ძნეთ­თან მატ­ჩის დროს მი­ი­ღო, რის გა­მოც მო­ედ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია. მი­უ­ხე­და­ვად მისი არ­ყოფ­ნი­სა პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლომ სენ­სა­ცი­უ­რი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. წყარო