კლინიკის პირველი კომენტარი საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით - "ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა..." - კვირის პალიტრა

კლინიკის პირველი კომენტარი საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით - "ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა..."

ბა­თუმ­ში 31 წლის ქა­ლის სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კლი­ნი­კა "ბაუ"-ში გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს.

რო­გორც კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­მარ­ტეს, ახალ­გაზ­რდა ქალი უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, კლი­ნი­კა BMS-დან შე­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.კლი­ნი­კა "ბაუ"-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნა მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ მო­ხერ­ხდა.

"31 წლის ქალი უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, კლი­ნი­კა BMS-დან ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში "ბაუ"-ში შე­მო­იყ­ვა­ნეს. იგი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ჩვენ­მა ექი­მებ­მა მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თეს, თუმ­ცა ქალი იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა" - გვი­თხრეს "ბაუ" -ში. გააგრძელეთ კითხვა

“ეს რა დაგ­მარ­თეს, რო­გორ გი­ხა­რო­და გოგო მყავ­სო…” - ცნობილია ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული ქალის ვინაობა