„სამი მძევალი ახლახან გათავისუფლდა" - რა ვითარებაა ნიდერლანდების ქალაქ ედეში, სადაც შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდების ქალაქ ედეში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
De Telegraaf-ის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.
ედეს პოლიციამ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული და ბართან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
უახლესი ინფორმაციით, სამი მძევალი გათავისუფლებულია, მაგრამ ოპერაცია გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
„სამი მძევალი ახლახან გათავისუფლდა. სიტუაცია ჯერ არ დასრულებულა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.