"ბიბლუსის" საჩუქარი ემიგრანტებს: ქართული ბიბლიოთეკა იტალიის ქალაქ ემპოლიში - "ემოციებმა მოლოდინს გადააჭარბა, დარბაზი გადავსებული იყო" (ფოტო, ვიდეო) - კვირის პალიტრა

"ბიბლუსის" საჩუქარი ემიგრანტებს: ქართული ბიბლიოთეკა იტალიის ქალაქ ემპოლიში - "ემოციებმა მოლოდინს გადააჭარბა, დარბაზი გადავსებული იყო" (ფოტო, ვიდეო)

28 მარტს იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ემ­პო­ლი­ში ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, ქარ­თუ­ლი კუ­თხე გა­იხ­სნა. ფაქტს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე თა­ვის პოს­ტში ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "გუ­შინ ემ­პო­ლელ ემიგ­რან­ტებს ვუ­თხა­რი: "რო­დე­საც თქვენ ლა­პა­რა­კობთ ქარ­თუ­ლად, თქვენ ხართ სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­დე­საც თქვენ კი­თხუ­ლობთ ქარ­თუ­ლად, თქვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხართ. სწო­რედ ამ გან­ცდის საყ­რდე­ნად ჩა­მო­გი­ტა­ნეთ ეს წიგ­ნე­ბი“. ენა მარ­თლა ამ ძა­ლის მგო­ნია. ამ ძა­ლის მგო­ნია წიგ­ნიც. წინ დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზე­ბია". ამ სა­სარ­გებ­ლო, სა­ინ­ტე­რე­სო და ამა­ღელ­ვე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბას არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო.

AMBEBI.GE-მ რამ­დე­ნი­მე მათ­გან­თან ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ჩა­წე­რა.

ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე, "ბიბ­ლუ­სის" დი­რექ­ტო­რი:

- რო­გორც იცით, "ბიბ­ლუ­სი" სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით დიდი ხა­ნია, წიგ­ნი­ე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ვა. თა­ვის მხრივ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი იყო ჩარ­თუ­ლი ამ საქ­მე­ში იმ პო­ზი­ცი­ი­დან, რა პო­ზი­ცი­ა­შიც უწევ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა. რო­დე­საც და­ტო­ვა ის სამ­სა­ხუ­რი, შე­ვიკ­რი­ბეთ, ბევ­რი წლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ისე­დაც გვა­კავ­ში­რებ­და და გა­დავ­წყვი­ტეთ, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით, უფრო ფარ­თო მას­შტა­ბე­ბი მიგ­ვე­ცა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რეც გი­ორ­გია.

0aac80d7-1178-4b15-9d53-66eee88a7af4-62627-63378-1711822238.jpeg

ის ამა­ვე დროს "ბიბ­ლუ­სის" კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რიც არის და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ფარ­თოდ და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. ამა­სო­ბა­ში გი­ორ­გი­საც შე­მო­ეხ­მი­ან­ნენ უცხო­ე­თი­დან, მათ შო­რის, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც და გვთხო­ვეს, მხარ­და­ჭე­რა გა­მოგ­ვე­ხა­ტა, მათ­თა­ნაც მიგ­ვე­ტა­ნა წიგ­ნე­ბი. წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის, ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად და­ვა­მუ­შა­ვეთ, შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ. ბევ­რი ქვეყ­ნის ქარ­თულ სათ­ვის­ტო­მოს საკ­მა­ოდ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ხედ­ვა ჰქონ­და და გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დაგ­ვე­წყო მუ­შა­ო­ბა. რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რიც მხარ­ში დაგ­ვიდ­გა და შე­სა­ბა­მი­სად პირ­ვე­ლი ლო­კა­ცი­ად ფლო­რენ­ცი­ის რე­გი­ონ­ში, ემ­პო­ლი გა­და­წყდა. ის საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლია ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბით. გუ­შინ სწო­რედ მათ შევხდით და ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, ქარ­თუ­ლი კუ­თხე გავ­ხსე­ნით.

cde94379-e1ef-4d1b-a23d-619bf7b93d8f-62645-1711822239.jpeg

იმის მი­უ­ხე­და­ვად, მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ შეხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი იქ­ნე­ბო­და, ამ მო­ლო­დინს ბევ­რად გა­და­ა­ჭარ­ბა - იყო ემო­ცი­უ­რი, აქ­ტი­უ­რი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა. დარ­ბა­ზი გა­დავ­სე­ბუ­ლი იყო, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და. ვნა­ხე ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევ­რს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ არ და­კარ­გონ ხა­ზე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი რო­გორც თა­ვის­თვის, თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის­თვის და მო­მავ­ლის­თვის. რაც ერთი ორად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო. ვნა­ხე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფაქ­ტობ­რი­ვად მო­ხა­ლი­სე­ე­ბად მუ­შა­ო­ბენ რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

არი­ან ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბის გამ­ღვი­ვებ­ლე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გი სა­ნა­ხა­ვია. პა­ტა­რა სუფ­რაც გაგ­ვი­შა­ლეს, იყო ბევ­რი ემო­ცია, ბევ­რი მო­ფე­რე­ბა, ჩა­ხუ­ტე­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო დაგ­ვხვდა. ერთი-ორი სი­ტყვით შე­ვა­ფა­სეთ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა. შე­ვე­ცა­დეთ, ხაზი გაგ­ვეს­ვა იმის­თვის, თუ რა დო­ნე­ზეა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა. ამის ყვე­ლას­თან მი­ტა­ნას, არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ვა­პი­რებთ. სა­მო­მავ­ლოდ ვფიქ­რობთ, ეს პრო­ცე­სი გა­ვაგ­რძე­ლოთ. პირ­ველ ეტაპ­ზე და­გეგ­მი­ლია არა­ერ­თი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, ასე­ვე სხვა კონ­ტი­ნენ­ტე­ბიც, რად­გან სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი გვაქვს. არ გავ­ჩერ­დე­ბით ამ ნა­წილ­ში და მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ძლებთ, რომ ყვე­ლა ქარ­თველ სათ­ვის­ტო­მოს, სა­დაც არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყოს ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, ჩა­ვი­დეთ, და­ვეხ­მა­როთ და ხელი შე­ვუ­წყოთ იმა­ში, რომ ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბა, ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა, ქარ­თუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა არ და­ი­კარ­გოს.

434271445-10231525705235494-5500938433471427000-n-1-62873-1711822239.jpg

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე, "ბიბ­ლუ­სის" კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი:

- ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან დიდი სა­მუ­შაო გავ­წი­ეთ და მსოფ­ლი­ოს ათო­ბით ქა­ლაქ­ში მო­ვა­წყვეთ ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა. თუმ­ცა ახლა წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და "ბიბ­ლუს­თან" ერ­თად, ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო ფარ­თო და სის­ტე­მურ ხა­სი­ათს შე­ი­ძენს. უკვე გვაქვს კონ­ტაქ­ტი მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნის დი­ას­პო­რას­თან, საკ­ვი­რაო სკო­ლებ­თან, სამ­რევ­ლო­ებ­თან, ად­გი­ლობ­რივ ბიბ­ლი­ო­თე­კებ­თან და მალე ეს პრო­ცე­სი დიდი ძა­ლით გა­იშ­ლე­ბა.

31 მარტს ფლო­რენ­ცი­ა­ში შევ­ხვდე­ბი ქარ­თვე­ლებს, წიგ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ლექ­ცი­ას გავ­მარ­თავ და სწო­რედ იქ ვგეგ­მავთ დიდი სამ­კი­თხვე­ლოს მო­წყო­ბა­ზე სა­უ­ბარს. პირ­ვე­ლი სივ­რცე კი ახა­ლი მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ემ­პო­ლი­ში ის­ტო­რი­უ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა აღ­მოჩ­ნდა. უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მო­ვი­და და ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი წუ­თე­ბი იყო. ზო­გა­დად ამ­გვარ ბიბ­ლი­ო­თე­კებს ორი ფუნ­ქცია აქვს - ერთი, ქარ­თვე­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ თა­ო­ბას და­ეხ­მა­როს იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და მე­ო­რე: უცხო­ე­ლებს გა­აც­ნოს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა (აქ არის წიგ­ნე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ენა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, თარ­გმნი­ლი ავ­ტო­რე­ბი და ასე შემ­დეგ).

screenshot-2024-03-30-220933-1711822249.png

ნი­ა­კო ჭი­ჭი­ნა­ძე, ემ­პო­ლის ქარ­თუ­ლი ასო­ცი­ა­ცია "ლი­ლეს" პრე­ზი­დენ­ტი:

- შარ­შან 7-მა ადა­მი­ან­მა ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცია და­ვა­ფუძ­ნეთ. ვიცე პრე­ზი­დენ­ტია ია აგუ­რაშ­ვი­ლი, დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან - ლელა სვა­ნი­ძე, ნა­თია წი­ლო­სა­ნი, მარი აფ­ცი­ა­უ­რი, ინგა ცერ­ცვა­ძე, ია ბე­ქა­უ­რი. ასო­ცი­ა­ცია ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პრო­პა­გან­დის­თვის, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი დი­ა­ლო­გის ხელ­შე­წყო­ბის­თვის ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ. მისი მი­ზა­ნია კულ­ტუ­რუ­ლი დი­ა­ლო­გის ფარ­გლებ­ში იტა­ლი­ის ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და მათი იტა­ლი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. ამის­თვის გვქონ­და პრე­ზენ­ტა­ცი­აც და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დღეც ჩა­ვა­ტა­რეთ, სა­დაც მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და იტა­ლი­უ­რი კულ­ტუ­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ქა­ლა­ქის კო­მუ­ნა. შემ­დეგ გავ­ხსე­ნით ქარ­თუ­ლი საკ­ვი­რაო სკო­ლა, რად­გან ძა­ლი­ან დიდი დი­ას­პო­რაა. 50 ბავ­შვია და ჯერ­ჯე­რო­ბით 30 სწავ­ლობს. სკო­ლა­ში გვყავს შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გი ლელა სვა­ნი­ძე, ვინც ბავ­შვებს ქარ­თულ ენას, წერა-კი­თხვას ას­წავ­ლის.

7bce2f23-791f-45da-8141-563a2c92eff3-62603-63370-1711822238.jpeg

შემ­დეგ ზა­ფხულ­ში გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით და მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ვი­წყეთ, რათა ემ­პო­ლი­ში ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა გაგ­ვეხ­სნა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენს ქა­ლაქ­ში არის რე­ნა­ტო პუ­ჩი­ნის სა­უ­კე­თე­სო მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა. ბა­ტონ­მა გი­ორ­გი­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა, რად­გან ძვირ­ფა­სი და კარ­გად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ფონ­დი აქვს. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, რომ სწო­რედ აქ გახ­სნი­ლი­ყო კულ­ტუ­რის ცენ­ტრი. გვინ­დო­და, ქარ­თვე­ლე­ბი იმ ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნი­დან, ემიგ­რა­ცი­უ­ლი იზო­ლა­ცი­ი­დან გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა და დაგ­ვე­კავ­ში­რე­ბი­ნა იტა­ლი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. სწო­რედ აქ, ამ კედ­ლებ­ში გვინ­დო­და ეს ბიბ­ლი­ო­თე­კა ყო­ფი­ლი­ყო, სა­დაც იტა­ლი­ის კულ­ტუ­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თავს იყ­რის. თა­ვად ემ­პო­ლის პროგ­რე­სუ­ლი და ჰუ­მა­ნუ­რი მმარ­თვე­ლი გუნ­დი ჰყავს, რო­დე­საც თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ, თუნ­დაც სკო­ლის ად­გი­ლის გა­მო­ყო­ფის­თვის, უფა­სოდ გა­მოგ­ვიყ­ვეს. კარ­ლო გილი ემ­პო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლია, უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი. ქა­ლაქ­ში ავ­ტო­რი­ტე­ტით და პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობს.

434228636-10231525704515476-9160751880002317275-n-62717-63436-1711822239.jpg

როცა ჩვე­ნი პრო­ექ­ტი წარ­ვუდ­გი­ნეთ, ვთხო­ვეთ ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის ად­გი­ლის გა­მო­ყო­ფა, დაგ­ვთან­ხმდა, უბ­რა­ლოდ, რე­მონ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და დრო­ში ამი­ტომ გა­ი­წე­ლა. მი­ხა­რია, რომ ასე ერ­თობ­ლი­ვად გავ­ხსე­ნით ეს ბიბ­ლი­ო­თე­კა და წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლეთ ეს პრო­ექ­ტი. სა­ო­ცა­რი დღე იყო. კო­მუ­ნი­დან სა­ჩუქ­რე­ბიც მი­ი­ღეს ჩა­მო­სულ­მა სტუმ­რებ­მა. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან რაც მი­ხა­რია, ის არის, რომ აქა­ურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ქარ­თუ­ლი წიგ­ნის წა­კი­თხვის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ი­ღო. ეს ბევრ რა­მე­ში და­ეხ­მა­რე­ბათ ქარ­თვე­ლებს. ემ­პო­ლის კულ­ტუ­რულ­მა ცხოვ­რე­ბამ ახა­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი შე­ი­ძი­ნა, ახა­ლი გზა და სარ­კმე­ლი გა­იხ­სნა. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა მიჰ­ყავ­და იტა­ლი­ელ ფრან­ჩეს­კო ტრე­ჩის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დიდი მე­გო­ბა­რია და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი სამი წიგ­ნის ავ­ტო­რი, ხოლო ივენ­თი გახ­სნა ქარ­თველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, ნინა მა­მუ­კა­ძემ.

Ambebi.ge