ქეთა თოფურია მესამე შვილის მოლოდინში - ორსული მომღერლის ფოტოები "ინსტაგრამიდან"
მედიაში რამდენიმე თვეა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალი ქეთა თოფურია მესამედ ემზადება დედობისთვის.
თოფურიასთან დაახლოებულმა წყარომ რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ ის მართლაც სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია. მომღერალი დეკრეტულ შვებულებაში გასვლას ბოლო თვეში გეგმავს.
ახლახან ქეთამ ინსტაგრამზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ორსულად არის.