ვლადიმერ პუტინმა საგაზაფხულო სამხედრო გაწვევების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა - კვირის პალიტრა

ვლადიმერ პუტინმა საგაზაფხულო სამხედრო გაწვევების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგაზაფხულო სამხედრო გაწვევების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ბრძანების თანახმად, 1-ელი აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციაში სამხედრო სამსახურში 150 ათას ადამიანს გაიწვევენ.

ახალი წესის თანახმად, გაწვევა ეხება 18-იდან 30 წლამდე ასაკის პირებს, მანამდე გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი 27 წელი იყო.