ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბინაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

მეზობლების ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში ავეჯს გაუჩნდა, რის შედეგად ერთმა ადამიანმა დამწვრობა მიიღო.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული და დაშავებულის კლინიკაში გადაყვანის პროცედურები მიმდინარეობს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იმყოფებიან, ხოლო ბინაში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.