"რამ­დე­ნი­მე წელი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. წყვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და, სა­დაც მე­რაბ სე­ფაშ­ვილ­მა და ლექს-სენ­მა იმ­ღე­რეს" - ლაშა დვალის სპორტული გზა და პირადი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"რამ­დე­ნი­მე წელი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. წყვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და, სა­დაც მე­რაბ სე­ფაშ­ვილ­მა და ლექს-სენ­მა იმ­ღე­რეს" - ლაშა დვალის სპორტული გზა და პირადი ცხოვრება

ambebi.ge - ის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" მოგ­ვწე­რეს, თით­ქმის ყვე­ლა ფეხ­ბურ­თელ­ზე და­წე­რეთ სტა­ტია, ლაშა დვალ­ზე რა­ტომ არა­ფერს წერთ, ვის­ზე ნაკ­ლე­ბად იშ­რო­მა მო­ე­დან­ზე ან ნაკ­ლე­ბი პე­ნალ­ტი გა­ი­ტა­ნაო. ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი მარ­თა­ლია, ლაშა მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო და დაც­ვა­ში მისი სა­უ­კე­თე­სო თა­მა­შის წყა­ლო­ბით მი­აღ­წია ჩვენ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა ასეთ წარ­მა­ტე­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. გა­დამ­წყვეტ მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა სა­ბერ­ძნე­თი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ით და­ა­მარ­ცხა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Whoscored.com-ის ვერ­სი­ით მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე ლაშა დვა­ლი გახ­და.

"შეხ­ვედ­რა კარ­გად წა­მი­ვი­და და, ჩემი აზ­რით, კარ­გად ვი­თა­მა­შე. თავს კარ­გად ვგრძნობ­დი და მქონ­და გან­ცდა, რომ გა­ვი­ტან­დი. ამი­ტო­მაც მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პე­ნალ­ტი და­მერ­ტყა და, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ბურ­თი ბა­დე­ში აღ­მოჩ­ნდა.

პე­ნალ­ტის­ტე­ბის ხუ­თე­უ­ლი წი­ნას­წარ თუ იყო ცნო­ბი­ლი? პირ­ვე­ლი სამი მხო­ლოდ - ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი სულ არ­ტყამ­და. ხვი­ჩა და "ჩაკ­ვე" უკვე გა­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თო­რემ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლებ­დნენ, რად­გან წი­ნას­წა­რაც ვარ­ჯი­შობ­დნენ. თუმ­ცა ისე მოხ­და, რომ მო­ე­დან­ზე ისი­ნი დავ­რჩით, ვინც პე­ნალ­ტებს ნაკ­ლე­ბად ვარ­ტყამ­დით.

ბი­ჭებ­მა მაგ­რად და­არ­ტყეს. მი­ქა­უ­ტა­ძე­მაც კარ­გად შე­ას­რუ­ლა, მაგ­რამ ფეხ­ბურთში ასეც ხდე­ბა და აა­ცი­ლა. სა­ბო­ლო­ოდ, ფეხ­ბურთში ყვე­ლა­ფე­რი გო­ლე­ბით ით­ვლე­ბა და ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ“, - გა­ნა­ცხა­და ლა­შამ მატ­ჩის შე­სა­ხებ პირ­ველ არ­ხის გა­და­ცე­მა "ტა­ი­მა­უ­ტში“.

ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს.

ლაშა დვა­ლი 1995 წლის 14 მა­ისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. თა­მა­შობს ცენ­ტრა­ლუ­რი მცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე. ამ­ჟა­მად არის კვიპ­რო­სის პირ­ვე­ლი დი­ვი­ზი­ო­ნის კლუბ APOEL-ის ფეხ­ბურ­თე­ლი.

6 წლის ასაკ­ში სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა "სა­ბურ­თა­ლო­ში" შე­იყ­ვა­ნეს. მისი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი მა­მუ­კა ღვი­ტი­ძე იყო. 13 წლის ასაკ­ში გა­და­ვი­და მწვრთნელ გუ­ბაზ დო­ლი­ძეს­თან "იბე­რია 2010"-ში, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გის დუბ­ლე­ბის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ო­და. აქ მან 3.5 წელი დაჰ­ყო.

ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბი­დან "ბარ­სე­ლო­ნას" ფა­ნია.

საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რა2013 წლის სექ­ტემ­ბრი­დან დვა­ლი ინ­გლი­სუ­რი "რი­დინ­გის“ ფეხ­ბურ­თე­ლი იყო და რი­გის "სკონ­ტო­ში“ გა­ნა­თხოვ­რე­ბის წე­სით თა­მა­შობ­და. დვალ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში სა­მუ­შაო ვიზა ვერ მი­ი­ღო და ახალ გუნდს ეძებ­და. 2015 წლის 2 თე­ბერ­ვლი­დან ის "ქა­სიმ­ფა­შას“ მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, შოთა არ­ვე­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით თურ­ქულ კლუბ­ში 4 თვით იჯა­რის წე­სით ჩა­ი­რი­ცხა.

წაიკითხეთ სრულად