უკრაინის დრონები პუტინის რეზიდენციას მისწვდებან? - რას აცხადებს უკრაინელი მინისტრი - კვირის პალიტრა

უკრაინის დრონები პუტინის რეზიდენციას მისწვდებან? - რას აცხადებს უკრაინელი მინისტრი

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის განცხადებით, უკრაინამ მოახერხა, 2024 წელს შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება გასულ წელთან შედარებით ათჯერ გაეზარდა.

„დრონების უმეტესობას, რომლებიც თავს დაესხნენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, 700-დან 1 000 კილომეტრამდე მოქმედების მანძილი აქვთ, მაგრამ ახლა არის მოდელები, რომლებსაც შეუძლიათ 1 000 კილომეტრზე მეტი იფრინონ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, შედეგი დრონების განვითარებაზეა დამოკიდებული. ის პროგნოზირებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონების პირველი პროტოტიპები ბრძოლის ველზე მცირე რაოდენობით 2024 წლის ბოლოს გამოჩნდება.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ ვინ იმარჯვებს ტექნოლოგიურ ომში.

„თუმცა, ჯერ კიდევ შეუძლებელია იმის თქმა, თუ ვინ იგებს ტექნოლოგიურ ომს - ზოგიერთ სფეროში ჩვენ ვიმარჯვებთ, ზოგიერთში კი რუსები ჩვენზე მაღლა დგანან“, - აღნიშნა ფედოროვმა.

"ინტერპრესნიუსი"