"მძიმე პერიოდი მქონდა... არცერთ რთულ მომენტში არ მივუტოვებივარ და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ახლაც" - ნუცა ბუზალაძის და თამთა გოდუაძის შეხვედრა მადრიდში - კვირის პალიტრა

"მძიმე პერიოდი მქონდა... არცერთ რთულ მომენტში არ მივუტოვებივარ და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ახლაც" - ნუცა ბუზალაძის და თამთა გოდუაძის შეხვედრა მადრიდში

მომღერლები - ნუცა ბუზალაძე და თამთა გოდუაძე მადრიდში, "ევროვიზიის" პრეფართიზე ერთმანეთს შეხვდნენ.

ნუცა ბუზალაძემ ღონისძებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღი მონაწილეობა.

როგორც მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა, ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში, მადრიდში დაგეგმილ "ევროვიზიის" პრომოტურზე ყველა აქტივობა გააუქმა.

"ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში, მადრიდში დაგეგმილ "ევროვიზიის" პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით ღონისძიებაზე და ჩემს ძმას ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას მივუძღვნი. შემდეგი კვირიდან კი სრული ძალებით მოვემზადები უკვე დაგეგმილი პრომო ტურებისთვის. ამ საკმაოდ რთულ და ემოციურ გზაზე დამჭირდება თქვენი, ჩემი გულშემატკივრის თანადგომა, რომელსაც არასოდეს, არცერთ რთულ მომენტში არ მივუტოვებივარ და დარწმუნებული ვარ ასე იქნება ახლაც. მიყვარხართ ყველა" - წერს ნუცა ბუზალაძე.

ვიდეო: georgian stars

ვიდეო იხილეთ ლინკზე