"ერთი შვილი ჰყავთ... კივილის ხმა გავიგე... საწყალი კაცი იყო, შემეცოდა" - რას ამბობენ ადგილობრივები სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე?
ცოტა ხნის წინ სამტრედიაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი მეუღლემ მოკლა. დანაშაულში ბრალდებულია 30 წლამდე ქალი, რომელმაც მეუღლეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი სამტრედიაში ქირით ცხოვრობდა. მეზობლებმა კივილის ხმა გვიან ღამით გაიგეს. შემდეგ კი სახლთან სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების მანქანაც დაინახეს. დღეს დილით კი ცნობილი გახდა, რომ ცოლმა ქმარი მოკლა. დანაშაულის მოტივი ჯერ კიდევ უცნობია.
ვიდეო: "მთავარი არხი"
წაიკითხეთ ასევე: "მამაკაცმა გერს უტაქტოდ მიმართა, რის შემდეგაც კონფლიქტი დაიწყო"