"ერთი შვილი ჰყავთ... კივილის ხმა გავიგე... საწყალი კაცი იყო, შემეცოდა" - რას ამბობენ ადგილობრივები სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

"ერთი შვილი ჰყავთ... კივილის ხმა გავიგე... საწყალი კაცი იყო, შემეცოდა" - რას ამბობენ ადგილობრივები სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე?

ცოტა ხნის წინ სამ­ტრე­დი­ა­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. გავრცელებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი მეუღლემ მოკლა. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლია 30 წლამ­დე ქალი, რო­მელ­მაც მე­უღ­ლეს ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი სამტრედიაში ქირით ცხოვრობდა. მეზობლებმა კივილის ხმა გვიან ღამით გაიგეს. შემდეგ კი სახლთან სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების მანქანაც დაინახეს. დღეს დილით კი ცნობილი გახდა, რომ ცოლმა ქმარი მოკლა. დანაშაულის მოტივი ჯერ კიდევ უცნობია.

ვიდეო: "მთავარი არხი"

წაიკითხეთ ასევე: "მამაკაცმა გერს უტაქტოდ მიმართა, რის შემდეგაც კონფლიქტი დაიწყო"