"წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია" - კვირის პალიტრა

"წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია"

შემიძლია გითხრათ, რომ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება.

„იცით, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ვთქვით, რომ მარტის ბოლოსთვის დასრულდებოდა სხვა დანარჩენი სამუშაოები, რაც დარჩენილი იყო. ეს იყო გარე განათებების ახალი ბოძების მონტაჟი, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა, ნარჩენების მიწისქვეშა ურნების მოწყობა, ყველაფერი, რაც გასაკეთებელი იყო, მარტის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ასევე იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც გამოსწორებას საჭიროებდა. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია, გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება“, - აღნიშნა კალაძემ.

IPN