"ემიგრაციიდან დაბრუნებულმა კაცმა ცოლი მოტყუებით ტყეში წაიყვანა და..." - შუახევში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები - კვირის პალიტრა

"ემიგრაციიდან დაბრუნებულმა კაცმა ცოლი მოტყუებით ტყეში წაიყვანა და..." - შუახევში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები

გუ­შინ შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. კაც­მა ცოლი სას­ტი­კად მოკ­ლა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, მა­მა­კაც­მა ქალს ცივი ია­რა­ღით ყელი გა­მოჭ­რა, რის გა­მოც, ქალი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ცო­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა სხე­ულ­ზე თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა, რის გა­მოც, კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მისი მდგო­მა­რე­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

მოკ­ლუ­ლი ქალი მე­ლა­ნო ქი­ზი­ნი­ძეა, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი რაულ დე­კა­ნა­ძე. მათ ორი შვი­ლი დარ­ჩათ, ერთ მე­ექ­ვსე კლა­სე­ლი, მე­ო­რე - მე­სა­მე კლა­სე­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კაც­მა ცოლს ყელი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე გა­მოჭ­რა და ხევ­ში გა­და­აგ­დო. 34 წლის მე­ლა­ნო ქი­ზი­ნა­ძე ქმარ­მა ტყე­ში მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნა და უკაც­რი­ელ ად­გილ­ზე სას­ტი­კად გა­უს­წორ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით ქმარს ცო­ლის მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი. რაულ დე­კა­ნა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "ტვ პირ­ველს" ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ის გერ­მა­ნი­ა­ში გემ­ზე მუ­შა­ობ­და. გააგრძელეთ კითხვა