ორი წლის გოგონა, რომელიც პარაცეტამოლმა მოწამლა, გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ორი წლის გოგონა, რომელიც პარაცეტამოლმა მოწამლა, გარდაიცვალა

2 წლის გოგონა, რომელიც რესპირატორულ ვირუსულ დაავადებას ებრძოდა, შინ მკურნალობის დროს გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა, მშობლები მას ორი დღის განმავლობაში პარაცეტამოლის ჭარბ დოზას აძლევდნენ, რამაც ღვიძლი დაუზიანა. ამის შესახებ ინფორმაცია ბურიატიის რეგიონალური ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა.

„ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მაგრამ ბავშვი ღვიძლის დაზიანებით გარდაიცვალა, სხეულმა გართულებებს ვერ გაუძლო“, - ნათქვამია უწყების ანგარიშში.

ექიმები ბავშვისთვის ღვიძლის გადანერგვას გეგმავდნენ, მაგრამ ოპერაცია სხეულმა ვერ გადაიტანა. გააგრძელეთ კითხვა