"ვემიჯნებით ეკა კვესიტაძის "ფეისბუქ" სტატუსს... არ გვსურს, სიმღერა "გაიღიმე" პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს" - რას აცხადებს ირმა სოხაძე და გია მაჭარაშვილი?
ირმა სოხაძე და გია მაჭარაშვილი სიმღერა "გაიღიმეს" პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას კრძალავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "იმედი" ავრცელებს.
სიმღერის ავტორები ამით ეკა კვესიტაძის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც ჟურნალისტი წერს,"აქციის საუნდრეკი გვაქვს - ზღაპრის ბოლო კეთილია. ესეც საქმეა". საუბარია ე.წ. აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე."მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სიმღერამ ხალხის მხრიდან ასეთი სიყვარული უკვე მეორედ დაიმსახურა. ბედნიერებას ვერ ვფარავთ იმის გამო, რომ ეს სიმღერა ჯადოსნური აღმოჩნდა ჩვენი ბიჭებისთვის და მათ გამარჯვების საუნდტრეკად დარჩა ისტორიას.
ვეხმიანებით, თუმცა ვემიჯნებით ეკა კვესიტაძის ფეისბუქ სტატუსს. ვაცხადებთ, რომ არ გვსურს ეს სიმღერა პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს, სწორედ ამიტომ, ვკრძალავთ, ყველანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში/ პოლიტიკური მიზნით მის გამოყენებას" - ნათქვამია სიმღერის ავტორების განცხადებაში. გააგრძელეთ კითხვა