გარდაიცვალა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი - 114 წლის მამაკაცი
ხუან ვისენტე პერესი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული მამაკაცის ტიტულს ატარებდა, 114 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ჩვენი მოხუცი დონ ვისენტე... ის ყოველთვის გვემახსოვრება მისი ოპტიმიზმით, რწმენით, იმედით და ჩვენი ტაჩირისადმი (შტატში ვენესუელაში - რედ.) ღრმა სიყვარულით. ყოველთვის იქნება სიკეთის, სიბრძნისა და სიხარულის სიმბოლო, რის გამოც მისი მემკვიდრეობა სამუდამოდ იცოცხლებს ჩვენს გულებში. მშვიდად განისვენე, ჩემო ძვირფასო მოხუცო, არასოდეს დაგივიწყებთ", - დაწერა ტაჩირის გუბერნატორმა ფრედი ბერნალმა.
პერესის გარდაცვალებას ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადუროც გამოეხმაურა.