"ცივი ია­რა­ღი მუ­ცელ­ში ჩა­უ­ტო­ვა და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა" - 13 წლის ბიჭი 15 წლის მოზარდმა სასიკვდილოდ გაიმეტა - რას ჰყვება დაზარალებულის დეიდა - კვირის პალიტრა

"ცივი ია­რა­ღი მუ­ცელ­ში ჩა­უ­ტო­ვა და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა" - 13 წლის ბიჭი 15 წლის მოზარდმა სასიკვდილოდ გაიმეტა - რას ჰყვება დაზარალებულის დეიდა

"რუს­თა­ვი 2" - ის ინფორ­მა­ცი­ით, მეშ­ვი­დეკ­ლა­სელ ბიჭს 15 წლის მო­ზარ­დმა ღვიძ­ლში დანა და­არ­ტყა, ცივი ია­რა­ღი მუ­ცელ­ში ჩა­უ­ტო­ვა და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. 13 წლის მა­მი­კონ შა­მო­ი­ა­ნის დე­ი­და "კუ­რი­ერს" უყ­ვე­ბა, თუ რო­გორ გა­უს­წორ­დნენ არას­რულ­წლო­ვანს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

მო­ზარ­დი თბი­ლის­ში, გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან მძი­მედ დაჭ­რეს.

და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 15 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნეს.

დაჭ­რი­ლი მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლი კლი­ნი­კა­ში ტაქ­სის მძღოლ­მა გა­და­იყ­ვა­ნა.

სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ამ­ბო­ბენ, რომ მო­ზარდს მუც­ლის ღრუ­ში შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და, რის გა­მოც მას გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა.

რა გახ­და 13 წლის მო­ზარ­დის დაჭ­რის მო­ტი­ვი - გა­მო­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს, მათ შო­რის მე­გობ­რე­ბის ორ ჯგუფს შო­რის, გო­გოს გამო და­წყე­ბულ კონ­ფლიქტს.

"კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, 15 წლის ბრალ­დე­ბულს კი სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და.

ვიდეო იხილეთ ლინკზე