ლიბერთი Aktif Bank -ის კომპანია UPT-ის პარტნიორი გახდა - კვირის პალიტრა

ლიბერთი Aktif Bank -ის კომპანია UPT-ის პარტნიორი გახდა

ლი­ბერ­თი, თურ­ქუ­ლი Aktif Bank -ის შვი­ლო­ბი­ლი, ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნია UPT-ის პარტნი­ო­რი გახ­და. პირ­და­პი­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი მო­ა­წე­რეს ლი­ბერ­თის ფი­ნან­სურ­მა დი­რექ­ტორ­მა ვახ­ტანგ ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა, UPT -ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მუ­რატ კაშ­ტან­მა და დი­რექ­ტორ­მა ქენ გი­ურ­პი­ნარ­მა.

ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ებს სწრა­ფად და ბევ­რად შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ტა­რი­ფით შე­ას­რუ­ლე­ბენ. სერ­ვი­სი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ ლი­ბერ­თი ბან­კის ფი­ლი­ა­ლებ­სა და ციფ­რულ არ­ხებ­ში.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მი ხდე­ბა, ნე­ბის­მი­ერ სა­სურ­ველ ვა­ლუ­ტა­ში, რო­გორც ან­გა­რი­შებ­ზე, ასე­ვე პლას­ტი­კურ ბა­რა­თებ­ზე თან­ხე­ბის გა­და­რი­ცხვის და ჩა­რი­ცხვის ოპე­რა­ცი­ე­ბი.

"მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ დღეს გა­ფორმ­და პირ­და­პი­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კონ­ტრაქ­ტი თურ­ქე­თის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ბან­კის, გზავ­ნი­ლე­ბის შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ას­თან. UPT ცნო­ბი­ლია, რო­გორც გა­დახ­დე­ბის და ფუ­ლა­დი გა­და­რი­ცხვე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და მსხვი­ლი პრო­ვა­ი­დე­რი თურ­ქეთ­ში, რო­მე­ლიც 7,000 ფი­ლი­ა­ლით, 1,700,000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ხა­რის­ხი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ლი­ბერ­თის გუნ­დი მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს და აგ­რძე­ლებს, არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ, არა­მედ ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, სრულ­ფა­სო­ვა­ნი და ბევ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბის და პრო­დუქ­ტე­ბის მი­წო­დე­ბას. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ბევ­რად გაზ­რდის ფი­ნან­სურ ნა­კა­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე“, - ვახ­ტანგ ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი, ლი­ბერ­თის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი.

R