"ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი..." - 29 წლის ქალი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

"ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი..." - 29 წლის ქალი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს

სამ­ტრე­დი­ა­ში მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ქალს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. მო­სა­მარ­თლემ სრუ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. პრო­კუ­რო­რის თქმით, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ადას­ტუ­რებ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი 29 წლის ქალ­მა ჩა­ი­დი­ნა.

სხდო­მას თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი ნატო ხე­ლა­ძეც ეს­წრე­ბო­და. ბრალ­დე­ბუ­ლი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ და­ნა­შა­უ­ლი მის­მა ძმამ ჩა­ი­დი­ნა."ის ჩემი შვი­ლის მამა იყო, რო­გორ მოვ­კლავ­დი..." - თქვა ბრალ­დე­ბულ­მა პრო­ცეს­ზე.

პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რემ ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა. ად­ვო­კა­ტებ­მა პრო­ცეს­ზე მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის ჩვე­ნე­ბაც წარ­მო­ად­გი­ნეს, სა­დაც მო­ზარ­დე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­ნა­შა­უ­ლი ნატო ხე­ლა­ძეს არ ჩა­უ­დე­ნია.

"ბრალ­დე­ბის მხა­რეს არა­ნა­ი­რი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნია. ბრალ­დე­ბუ­ლი მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნეა. სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის წელი და თვეც არ იცის. მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ და­ნა­შა­უ­ლი მას არ ჩა­უ­დე­ნია. " - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი მაგ­და კოტ­რი­კა­ძე. გააგრძელეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: რატომ მოკლა ცოლმა ქმარი: ოჯახის ახლობელი ჩხუბის შემზარავ დეტალებზე - " დიახ, ყველაფერს მოგიყვებით, რომ საწყალ ქალს სასჯელი შეუმსუბუქდეს"