რატომ გაასამართლეს 23 წლის ბლოგერი? - მას სოცქსელებში აქტიურობა ორი წლით აეკრძალა: დეტალები რუსული პროცესიდან
23 წლის რუსი ბლოგერი, ქალაქ სამარიდან ქანდაკების მკერდზე "მოფერებისთვის" გაასამართლეს.
ვოლგოგრადის სასამართლომ ალენა აგაფონოვას 10 თვიანი იძულებითი შრომა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს მუხლით "ნაციზმის რეაბილიტაცია", ქანდაკების "დედა სამშობლო გეძახის“ შეურაცხყოფისთვის.

შემთხვევა გასული წლის ზაფხულში მოხდა. 20 ივლისს გოგონამ გადაიღო ვიდეო, რომელშიც ქანდაკებას მკერდზე "ეფერება" და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ალენას მიერ გამოქვეყნებული ვიდეო უამრავმა ადამიანმა გააზიარა და რუსი საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო და სანამ საქმე ძიების პროცესში იყო, ალენა შრი-ლანკაში გაფრინდა, რა დროსაც ის ფედერალურ ძებნილთა სიაში მოხვდა. ბლოგერი საკუთარი ნებით დაბრუნდა სამშობლოში, სადაც ის მაშინვე დააკავეს.
მოგვიანებით, აგაფონოვამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მომხდარის გამო ბოდიშს იხდიდა. მან ასევე ინტერვიუ მისცა ადგილობრივ მედიას, სადაც ამბობდა, რომ "არანაირად არ სურდა ძეგლის შეურაცხყოფა“ და ამით არც ომის მსხვერპლებს დასცინოდა. მიუხედავად საჯარო ბოდიშისა, რუსეთის ვოლგოგრადის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმის შეწყვეტას არ აპირებდნენ. გააგრძელეთ კითხვა