"საკუთარი ბრძოლა მაქვს, ქიმიოთერაპიის პროცესს გავდივარ და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას მოვიგებ" - რას ჰყვება ხათუნა სამნიძე? - კვირის პალიტრა

"საკუთარი ბრძოლა მაქვს, ქიმიოთერაპიის პროცესს გავდივარ და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას მოვიგებ" - რას ჰყვება ხათუნა სამნიძე?

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატი, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მძიმე სენს ებრძვის და ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის.

"ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძოლაში აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს..

ვერაგი დაავადებაა, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დაავადებას ებრძვის და ამ ბრძოლაშია“ - თქვა ხათუნა სამნიძემ.