"ამ ფე­ნო­მენს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი მა­ინც აქვს" - მსოფლიო მზის სრულ დაბნელებას იხილავს - რა უნდა ვიცოდეთ მოვლენაზე, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ განმეორდება? - კვირის პალიტრა

"ამ ფე­ნო­მენს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი მა­ინც აქვს" - მსოფლიო მზის სრულ დაბნელებას იხილავს - რა უნდა ვიცოდეთ მოვლენაზე, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ განმეორდება?

2024 წლის 8 აპ­რილს მზის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა წყნა­რი ოკე­ა­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში და­ი­წყე­ბა, შემ­დეგ კი ის ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კას, მექ­სი­კას, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს და სა­ბო­ლო­ოდ, კა­ნა­დას გა­დაკ­ვეთს. იგი 4 წუთ­სა და 28 წამს გაგ­რძელ­დე­ბა. შემ­დე­გი დაბ­ნე­ლე­ბა მხო­ლოდ 2026 წელს მოხ­დე­ბა და ის ძი­რი­თა­დად ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში იქ­ნე­ბა ხი­ლუ­ლი.

რა უნდა ვი­ცო­დეთ მზის დაბ­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ

მზის დაბ­ნე­ლე­ბა - ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა, ხდე­ბა მთვა­რის მოხ­ვედ­რი­სას მზე­სა და დე­და­მი­წას შო­რის, რის გა­მოც დე­და­მი­წა­ზე მყო­ფე­ბის­თვის მზე სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ და­ფა­რუ­ლია. დაბ­ნე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი.

მისი სის­რუ­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბა მთვა­რე დე­და­მი­წას­თან. ნა­წი­ლობ­რი­ვი მზის დაბ­ნე­ლე­ბის დროს მთვა­რე იმ­ყო­ფე­ბა დე­და­მი­წი­დან მაქ­სი­მა­ლურ მან­ძილ­ზე, ამი­ტომ ის მზე­ზე პა­ტა­რა ჩანს და მთლი­ა­ნად არ ფა­რავს მას.