ორმაგი ტერორისტული აქტიდან ორმაგ სარაკეტო დარტყმამდე - რით წააგავს ტერორისტებისა და კრემლის მოქმედების ტაქტიკა...
ტერორისტული ორგანიზაციების ნაწილი ტერორისტული აქტების განხორციელებისას უფრო საერთაშორისო რეაქციას ელოდებიან და მასზე თვლიან თუ რას და როგორ ააფეთქებენ, მაგრამ არიან ტერორისტებს შორის ისეთი რადიკალებიც, რომელთათვისაც მთავარია რაც შეიძლება მეტი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლონ და დაასახიჩრონ...
სწორედ აქედან დაიბადა ტერმინი „ორმაგი ტერირორისტული აქტი“, რაც შემდეგს ნიშნავს - ტერორისტები ქალაქში აფეთქებენ პარკირებულ ავტომობილს და გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც აფეთქების ადგილზე თავს მოიყრიან გამნაღველები, პოლიცია, მეხანძრე-მაშველები, სასწრაფო დახმარების ექიმები... ფეთქდდება იქვე სიახლოვეს დაყენებული მეორე მანქანაც...
ყველაზე „სისხლისმსმელი“ ტერორისტების ეს ჩანაფიქრი გათვლილია, კონკრეტული ზემოთხსენებული სპეციალისტების ფიზიკურად მწყობრიდან გამოსაყვანად, რათა სახელმწიფომ უფრო მეტი დარტყმა მიიღოს ასეთი „ორმაგი ტერაქტით“...
და რაოდენ ძნელად დასაჯერებელი არ უნდა იყოს, რუსეთის ხელისუფლებამ გადაიღო საერთაშორისო ტერორისტების „ორმაგი ტერაქტის“ ხელწერა-უკრაინის ქალაქებში რუსული რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების აფეთქების ადგილას მცირე ხნის შემდეგ ახალი რაკეტა ფეთქდება, მაშინ როდესაც პირველი აფეთქების ადგილას მისული მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ხანძრის ჩაქრობასა და დაშავებულ-დაღუპულების დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანას ჩქარობენ...
ამ არაადამიანური სქემით რუსეთმა „ორმაგი სარაკეტო დარტყმები“ უკვე მიაყენა უკრაინის ხარკოვს, ნიკოლაევს, ოდესას, რასაც მეხანძრე-მაშველებსა და ექიმებს შორის მსხვერპლი მოჰყვა...
გასაგებია, რომ რუსი ოკუპანტების ეს ტაქტიკა მიმართულია უკრინელი მაშველებისა და ექიმების დასაშინებლად, რომ ისინი გამოძახებებზე აღარ გავიდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ომის დანაშაულის ელფერს იძენს - ჯერ ერთი, ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში მშვიდობიანი ქალაქის და თანაც საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა და შემდეგ დაშავებულთა საშველად მისული ექიმებისა და მეხანძრე-მაშველების შემდგომი სარაკეტო დარტყმისთვის სამიზნეში ამოღება უნდა შეფასდეს სწორედ ომის დანაშაულად...
ამ ყველაფერზე წესით განსაკუთრებული რეაქცია უნდა ჰქონდეს გაეროს უშიშროების საბჭოს, ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კომიტეტს, წითელი ჯვრისა და წითელი მთვარის საერთაშორისო ორგანიზაციას, მაგრამ...
მაგრამ ის, რომ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული კრემლს ძალიან ძლიერი პოზიციები გააჩნია ასეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში და უდიდესი გავლენაც აქვს მათი ნაწილის ხელმძღვანელობაზე, მათ შორის სავარაუდოდ, „კა-გე-ბე“/„ეს-ვე-ერ“/ „გე-ერ-უ“-ს ხაზით-ტყუილად როდი იყო, რომ ჯერ კიდევ პირველი ცივი ომის პერიოდიდან კრემლი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საერთაშორისო ორგანიზაციებში თავისი გავლენის აგენტების ჩანერგვას, რისთვისაც უცხოელი დიპლომატებისა და სპეციალისტების მასობრივ გადაბირებას ახდენდა, მათ შორის სტუდენტობის პერიოდიდანაც კი...
ამიტომაც აღარაა გასაკვირი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქცია ხშირად დაგვიანებული და არაადექვატური გვეჩვენება კრემლის მიერ ჩადენილ მორიგ დანაშაულზე, მიმართული სხვა ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ-ეს ყველაფერი საქართველომ გაიარა 1992-93, 1998,2004 და 2008 წლებში, ახლა კი უკრაინის მოსახლეობაა კრემლის სამიზნეში...