"არანაირი შეცოდება არ არის ჩემ მიმართ" - რა თქვა სასამართლოზე 29 წლის ქალმა, რომელმაც არჩადენილი დანაშაული აღიარა? - კვირის პალიტრა

"არანაირი შეცოდება არ არის ჩემ მიმართ" - რა თქვა სასამართლოზე 29 წლის ქალმა, რომელმაც არჩადენილი დანაშაული აღიარა?

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სამტრედიაში, 2 აპრილს, ახალგაზრდა კაცი არა მეუღლემ, არამედ, მისმა ცოლისძმამ მოკლა.

უწყების ცნობით, გარდაცვლილის მეუღლემ არჩადენილი დანაშაული დაიბრალა.

"არასრულწლოვან ბავშვს, 7 წლის ბიჭს, შვილს, რომელიც უშუალოდ შეესწრო მკვლელობას, დეტალურად ჰქონდა გადმოცემული, როგორ და რა ვითარებაში მოხდა მამამისის მკვლელობა".

ვიდეო: რუსთავი 2

წაიკითხეთ: რატომ მოკლა ცოლმა ქმარი: ოჯახის ახლობელი ჩხუბის შემზარავ დეტალებზე - " დიახ, ყველაფერს მოგიყვებით, რომ საწყალ ქალს სასჯელი შეუმსუბუქდეს"

ადვოკატის ინფორმაციით, სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ახლა მას ცრუ ჩვენებას ედავებიან

"ქალი ამტკიცებს, რომ მეუღლე მისმა ძმამ მოკლა"