სტეფანწმინდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სოფლების ტოპ 10-ეულში მოხვდა
Time Out-მა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქებისა და სოფლის რეგიონების რეიტინგი შეადგინა. კერძოდ, სულ 16 ასეთი ლამაზი ადგილი შეირჩა, რომელშიც სტეფანწმინდა ტოპ 10-ეულს ხურავს.
რეიტინგის ავტორი Time Out-ის ექსპერტი, ინდია-ჯეინ ტრეინორია, რომელიც წერს, რომ ნეპალის ბორცვებიდან კალიფორნიის სანაპირომდე პატარა ქალაქები და სოფლები დახვეწილობით, თავიანთი უცნაურობებითა და სილამაზით შეირჩა, ხოლო სიაში რამდენიმე “ნამდვილი დამალული საგანძურია,” რომელთა შორისაც ავტორი, სავარაუდოდ, სტეფანწმინდასაც გულისხმობს.
“ის, ასევე, ცნობილია, როგორც ყაზბეგი. სტეფანწმინდა მდებარეობს ხეობაში კავკასიონის მთებს შორის, რომლებიც საქართველოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის წინაშეა აღმართული. ყაზბეგის მთის ფონზე ბორცვზე მეთოთხმეტე საუკუნის გერგეტის სამების ეკლესია დგას. ეს შორეული და ისტორიული რაიონი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი გზაჯვარედინია ევროპასა და აზიას შორის, რომელზეც გზა მეექვსე საუკუნიდან გადის. სტეფანწმინდა იდეალურ ბაზას წარმოადგენს ყაზბეგის ეროვნული პარკის ჩანჩქერებისა და ცხელი წყაროების შესასწავლად. მეტიც, აქ ფოტოგადაღებისთვის გამზადებული გულის ფორმის ტბაც არის,” - წერს ტრეინორი.
Time Out-ის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქებისა და სოფლების 2024 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:
როტენბურგ ობ-დერ ტაუბერი (გერმანია)ვაე რებო (ინდონეზია)სიდი ბუ-საიდი (ტუნისი)კარმელი (აშშ)ალბერობელო (იტალია)ესპერანსი (ავსტრალია)ოგმაჩი (იაპონია)გრინდელვალდი (შვეიცარია)კრალენდიკი (ბონერი)სტეფანწმინდა (საქართველო) იხილეთ სრულად