"გარდაიცვალა იქ სრულიად შემთხვევით მყოფი ახალგაზრდა კაცი, სამი შვილის მამა..." - ვინ არის კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც სასროლეთში აფეთქებას ემსხვერპლა
7 აპრილს ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა - ორი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. მალევე ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალნენ 2008 წლის აგვისტოს ომისა და კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, პოლკოვნიკი იური ლომიძე, რომელიც "ბეთლგრაუნდის“ თანამშრომელი იყო და 24 წლის ახალგაზრდა რატი საგანელიძე.
ცნობილი ხდება კიდევ ერთი გარდაცვლილის ვინაობა:
"იმ ავბედითი აფეთქებისას, გარდაიცვალა იქ სრულიად შემთხვევით მყოფი ჩვენი მეზობელი, ჩვენი მეგობრების შვილი და ჩვენი შვილების მეგობარი, ახალგაზრდა კაცი, სამი შვილის მამა, ლევან ჯეირანაშვილი. 90-იანი წლები ერთმანეთს გადავატანინეთ, ერთად ვზიდეთ პირადი და საზოგადო ტვირთი. შვილებს ერთმანეთი შევაყვარეთ... გააგრძელეთ კითხვა