კადრები ვალერი მელაძის კონცერტიდან, რომელიც მცხეთაში, 7 აპრილს გაიმართა - კვირის პალიტრა

კადრები ვალერი მელაძის კონცერტიდან, რომელიც მცხეთაში, 7 აპრილს გაიმართა

7 აპრილს, მცხეთაში, ვალერი მელაძის კონცერტი გაიმართა. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ საღამოს უამრავი ადამიანი დაესწრო.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც მელაძე საქართველოს ესტუმრა. 2022 წლის ნოემბერში მომღერალმა თბილისში ფილარმონია გაავსო, 2023 წლის აგვისტოში კი ბათუმელ მაყურებელს უმღერა.

კონცერტის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. კონცერტს ცნობილი ქართველი ინფლუენსერები, ანანო სახელაშვილი და მარიამ გველესიანიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას მომღერალმა, ანანო სცენაზე აიყვანა და მასთან ერთად იმღერა. კადრები, Instagram-ის საშუალებით გავრცელდა. წყარო