ლევან აბაშიძის ულამაზესი დედა, მამა, რომელმაც შვილის გარდაცვალების შემდეგ მეტყველება დაკარგა - უცნობი ამბები აფხაზეთში დაღუპულ მსახიობზე - კვირის პალიტრა

ლევან აბაშიძის ულამაზესი დედა, მამა, რომელმაც შვილის გარდაცვალების შემდეგ მეტყველება დაკარგა - უცნობი ამბები აფხაზეთში დაღუპულ მსახიობზე

მსახიობი ლევან აბაშიძე, რომელიც ძალიან ახალგაზრდა - 29 წლისა დაიღუპა, მარად ახალგაზრდად დარჩა საყვარელი მაყურებლისთვის. ჯერ კიდევ სიცოცხლეში მას უამრავი თაყვანისცმემელი ჰყავდა. როცა აფხაზეთის ომიდან მისი ცხედარი ჩამოასვენეს, მეორე დილით მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა თეთრი საღებავით, დიდი ასოებით ეწერა – "ლევან, მიყვარხარ”, მეორე დილით ახალი წარწერა დაემატა: "მე უფრო ძაან მიყვარხარ”, ყოველ დილით ახალ-ახალი წარწერა ჩნდებოდა – "მე ყველაზე ძაან მიყვარხარ”, და ბოლო წარწერა იყო: "არავინ არ იცის, მე რა ძალიან მიყვარხარ…“

ლევან აბაშიძე 1963 წლის 22 მაისს დაიბადა თბილისში და 1992 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა სოხუმში.

მისი მშობლები - აგი აბაშიძე და მანანა ხიდაშელი - მეცნიერები იყვნენ. დედა - მანანა ხიდაშელი ცნობილი ქართველი ისტორიკოსია. შთამომავლობით ლევანი, ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლე ბატონიშვილის შტოდან. ლევანის მშობლები გარეგნულადაც გამორჩეულები იყვნენ. მანანა ხიდაშელის ახალგაზრდობის ფოტოები ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელში.

mananaxidasheli-1712675634.jpg
Caption