"თავისუფლების მარშის" მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ - კვირის პალიტრა

"თავისუფლების მარშის" მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ

"თავისუფლების მარშის" მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ. ადგილზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

ასევე, მარშის მონაწილეებმა დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხეს.

"თავისუფლების მარში" რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო. მარშის სლოგანია: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", “ჩვენ ვირჩევთ ევროპას", "საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!", "ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!“.

მარშზე მისულ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე, 9 აპრილის ნიშნად მონაწილეებს გვირილები და ტიტები დაურიგეს.

"ინტერპრესნიუსი"