სოცქსელში პოპულარული ირმა კვარაცხელიას რთული ცხოვრება - "არ ვთვლი, რომ ჩემი ლექსები შედევრია... სამი თვეა, დედა დამეღუპა და 24 საათი მის სამსახურში ვიყავი" - კვირის პალიტრა

სოცქსელში პოპულარული ირმა კვარაცხელიას რთული ცხოვრება - "არ ვთვლი, რომ ჩემი ლექსები შედევრია... სამი თვეა, დედა დამეღუპა და 24 საათი მის სამსახურში ვიყავი"

"გა­რეთ ცივი ამინ­დია, ოთახ­შია სამი თრია", "კბი­ლი სტკი­ვა ციყ­ვუ­ნას, ლა­მაზ­სა და ფუმ­ფუ­ლას", "მგელ­მა შე­ჭა­მა ცი­კა­ნი, თავი ჰგო­ნია მარ­თა­ლი" – ეს ამო­ნა­რი­დე­ბია ირმა კვა­რა­ცხე­ლი­ას ლექ­სე­ბი­დან, რო­მელ­საც ტიკ-ტოკ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად ბავ­შვე­ბის­თვის კი­თხუ­ლობს.

ამ­ბობს, რომ მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბა არ ჰქო­ნია, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, არ­სად არ უმუ­შა­ვია, რად­გან 18 წელი მწო­ლი­ა­რე დე­დას უვ­ლი­და. არ აქვს პრე­ტენ­ზია, რომ მისი ლექ­სე­ბი იდე­ა­ლუ­რია, თუმ­ცა მა­ინც სწყინს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც თეთ­რი ლექ­სე­ბის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ.

- წა­ლენ­ჯი­ხა­ში ვცხოვ­რობ, 50 წლის ვარ, არ მე­რი­დე­ბა ჩემი ასა­კის. 2002 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის ავად­მყო­ფო­ბის გამო არ მი­მუ­შა­ვია. დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი, მა­გის­ტრა­ტუ­რაც გა­ვი­ა­რე. ვფლობ რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებს, მაგ­რამ ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბით არა­სო­დეს მი­მუ­შა­ვია. 2006 წელს დედა ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მო­ვარ­და და მას შემ­დეგ მწო­ლი­ა­რე იყო. ეს წლე­ბი მას ვუვ­ლი­დი, 3 თვის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი ძმა მყავს.

- ახ­ლაც არ მუ­შა­ობთ არ­სად?

- არა, რო­გორც გი­თხა­რით დედა სამი თვეა გარ­და­იც­ვა­ლა. ამ­დე­ნი წელი მას ვუვ­ლი­დი, ძა­ლი­ან რთუ­ლი რე­ჟი­მი მქონ­და. ღამე უძი­ლო­ბა ჰქონ­და და რთუ­ლი მო­სავ­ლე­ლი იყო, თუმ­ცა დედა ახ­ლაც რომ ცო­ცხა­ლი იყოს, ისევ მო­ვუვ­ლი­დი.

- გვი­ან ჩა­ა­ბა­რეთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში?

- დიახ, პირ­ვე­ლად ზუგ­დი­დის და­მო­უ­კი­დე­ბელ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ სწავ­ლა მე­ო­რე კურ­სი­დან შევ­წყვი­ტე, რად­გან ოჯახს ფი­ნან­სუ­რად უჭირ­და და ფა­სი­ან ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი. შემ­დეგ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში ჩა­ვა­ბა­რე. თბი­ლის­ში ყოფ­ნი­სას ჩემს ნა­თე­სა­ვებ­თან ვცხოვ­რობ­დი. იხილეთ სრულად