"არაფერი დამიშავებია, მოღალატე არც მე ვარ და არც ვალერი მელაძე..." - რას პასუხობს ანანო სახელაშვილი კრიტიკოსებს - კვირის პალიტრა

"არაფერი დამიშავებია, მოღალატე არც მე ვარ და არც ვალერი მელაძე..." - რას პასუხობს ანანო სახელაშვილი კრიტიკოსებს

7 აპ­რილს, მცხე­თა­ში, "მა­რა­ნი ჰოლ­ში" ვა­ლე­რი მე­ლა­ძის კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი­დან ჩანს, რომ სა­ღა­მოს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა ზე­პი­რად იცოდ­ნენ მე­ლა­ძის ჰი­ტე­ბი და მათ შო­რის ბევ­რი ახალ­გაზ­რდა იყო.

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ეს არ ყო­ფი­ლა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ეს­ტუმ­რა. 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში მომ­ღე­რალ­მა თბი­ლის­ში ფი­ლარ­მო­ნია გა­ავ­სო, 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში კი ბა­თუ­მელ მა­ყუ­რე­ბელს უმ­ღე­რა.

"მა­რა­ნი ჰოლ­ში" გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტი­დან კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. კონ­ცერტს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ინფლუ­ენ­სე­რე­ბი, ანა­ნო სა­ხე­ლაშ­ვი­ლი და მა­რი­ამ გვე­ლე­სი­ა­ნიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. ერთ-ერთი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას მომ­ღე­რალ­მა, ანა­ნო სცე­ნა­ზე აიყ­ვა­ნა და მას­თან ერ­თად იმ­ღე­რა. კად­რე­ბი, Instagram-ის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და.ფე­ის­ბუქ­ზე ანა­ნო­სა და მომ­ღერ­ლის სა­ერ­თო ვი­დე­ოს კრი­ტი­კუ­ლად შეხ­ვდნენ.ბლო­გე­რის მი­სა­მარ­თით ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს:

"რუ­სე­თი არის მტე­რი და ვი­ღა­ცას სენ­სი­ტი­უ­რი გრძნო­ბე­ბი თუ აღეძ­რა, დიდი ბო­დი­ში. ამ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რია როცა გყავს, მი­ნი­მუმ მეტი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებს, თო­რემ აქ პერ­სო­ნა­ლუ­რად არა­ვინ არა­ვის უტევს..."

"ინ­სტაგ­რამ­ზე" ანა­ნო სა­ხე­ლაშ­ვილს ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ თა­ვის გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი არა­ვის­თან არა­ფე­რი აქვს და არც რუ­სუ­ლის ცოდ­ნა არ არის და­ნა­შა­უ­ლი.

ანა­ნო სა­ხე­ლაშ­ვი­ლი:

- სამ­წუ­ხა­როდ, მე არ გავზრდილ­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­ვი­ზარ­დე იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ვა­ლე­რი მე­ლა­ძე იყო ჩემი ბავ­შვო­ბის მომ­ღე­რა­ლი. იხილეთ სრულად