"ყველა მუსიკალური, ვოკალური და ქორეოგრაფიული ნაწარმოების ტემპი წუთში 80-116 დარტყმას უნდა შეესაბამებოდეს..." - ჩეჩნეთში ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი საცეკვაო მუსიკა აკრძალა?
ჩეჩნეთის რესპუბლიკამ ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი საცეკვაო მუსიკა აკრძალა. ამის მიზეზად კონსერვატიულ მუსულმანურ რეგიონზე დასავლეთის "ბინძური" გავლენა დასახელდა.
ჩეჩნეთის კულტურის მინისტრმა მუსა დადაევმა თქვა, რომ "ყველა მუსიკალური, ვოკალური და ქორეოგრაფიული ნაწარმოების ტემპი წუთში 80-116 დარტყმას უნდა შეესაბამებოდეს, რათა მუსიკა ჩეჩნურ მენტალიტეტსა და რიტმის შეგრძნებასთან სრულ თანხვედრაში იყოს", - იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass-ი.
"სხვა ხალხებისგან მუსიკალური კულტურის სესხება დაუშვებელია. ჩვენს მომავალ თაობას ჩეჩენი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა ჩვენ თვითონ უნდა გადავცეთ. ეს ჩეჩნების ცხოვრების მორალური და ეთიკური სტანდარტების მთელ სპექტრს მოიცავს".
რუსული მედიის ცნობით, დადაევმა ადგილობრივ მუსიკოსებს 1-ელ ივნისამდე მისცა ვადა, რათა ხელახლა დაწერონ ისეთი მუსიკა, რომელიც ახალ წესებს არ შეესაბამება. გააგრძელეთ კითხვა