"ყვე­ლა მუ­სი­კა­ლუ­რი, ვო­კა­ლუ­რი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ტემ­პი წუთ­ში 80-116 დარ­ტყმას უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს..." - ჩეჩნეთში ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი საცეკვაო მუსიკა აკრძალა? - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა მუ­სი­კა­ლუ­რი, ვო­კა­ლუ­რი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ტემ­პი წუთ­ში 80-116 დარ­ტყმას უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს..." - ჩეჩნეთში ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი საცეკვაო მუსიკა აკრძალა?

ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კამ ძა­ლი­ან სწრა­ფი და ძა­ლი­ან ნელი სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კა აკ­რძა­ლა. ამის მი­ზე­ზად კონ­სერ­ვა­ტი­ულ მუ­სულ­მა­ნურ რე­გი­ონ­ზე და­სავ­ლე­თის "ბინ­ძუ­რი" გავ­ლე­ნა და­სა­ხელ­და.

ჩეჩ­ნე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მუსა და­და­ევ­მა თქვა, რომ "ყვე­ლა მუ­სი­კა­ლუ­რი, ვო­კა­ლუ­რი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ტემ­პი წუთ­ში 80-116 დარ­ტყმას უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს, რათა მუ­სი­კა ჩეჩ­ნურ მენ­ტა­ლი­ტეტ­სა და რიტ­მის შეგ­რძნე­ბას­თან სრულ თან­ხვედ­რა­ში იყოს", - იტყო­ბი­ნე­ბა რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Tass-ი.

"სხვა ხალ­ხე­ბის­გან მუ­სი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის სეს­ხე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას ჩე­ჩე­ნი ხალ­ხის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა ჩვენ თვი­თონ უნდა გა­დავ­ცეთ. ეს ჩეჩ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის მო­რა­ლუ­რი და ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტე­ბის მთელ სპექტრს მო­ი­ცავს".

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, და­და­ევ­მა ად­გი­ლობ­რივ მუ­სი­კო­სებს 1-ელ ივ­ნი­სამ­დე მის­ცა ვადა, რათა ხე­ლახ­ლა და­წე­რონ ისე­თი მუ­სი­კა, რო­მე­ლიც ახალ წე­სებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. გააგრძელეთ კითხვა