"ლიფტის მოწესრიგებას ვთხოვდი და ასე მიპასუხა" - სამშენებლო კომპანიის დირექტორი ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს - კვირის პალიტრა

"ლიფტის მოწესრიგებას ვთხოვდი და ასე მიპასუხა" - სამშენებლო კომპანიის დირექტორი ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით კომ­პა­ნია "იქს 2"-ის დი­რექ­ტო­რი ვა­ლე­რი­ან კირ­კი­ტა­ძე და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ. უწყე­ბის ცნო­ბით კირ­კი­ტა­ძის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე (ძა­ლა­დო­ბა) მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ყვე­ლა­ფე­რი 8 აპ­რილს და­ი­წყო, როცა სო­ფია მე­ფა­რიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მას სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნის დი­რექ­ტო­რი და მთა­ვა­რი მე­წი­ლე ვა­ლე­რი­ან კირ­კი­ტა­ძე ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა.რო­გორ მე­ფა­რიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, შარ­ტა­ვას ქუჩ­ზე, კომ­პა­ნია "იქს ორის" აშე­ნე­ბულ კორ­პუს­ში სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლით გა­და­ურ­ჩა, დე­დას­თან ერ­თად იყო, როცა ლიფ­ტი მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან მო­წყდა და მე­სა­მე სარ­თულ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ, მათი გა­მოყ­ვა­ნა კი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რებ­მა შეძ­ლო. რო­გორც ირ­კვე­ვა სწო­რედ ამის გა­სარ­კვე­ვად მი­ვი­და ოფის­ში, რა­საც ინ­ცი­დენ­ტი მოჰ­ყვა.

გააგრძელეთ კითხვა