"ჩემი სი­ცო­ცხლით ვა­გებ პა­სუხს, პო­ზი­ცია შე­უც­ვლე­ლია!" - რატომ გაითიშა ქოჩორაშვილის ინსტაგრამ გვერდი - ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამა შვილის განცხადებას ეხმიანება - კვირის პალიტრა

"ჩემი სი­ცო­ცხლით ვა­გებ პა­სუხს, პო­ზი­ცია შე­უც­ვლე­ლია!" - რატომ გაითიშა ქოჩორაშვილის ინსტაგრამ გვერდი - ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამა შვილის განცხადებას ეხმიანება

გუშინ სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან პარ­ლა­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მარ­ში" გა­ი­მარ­თა.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბის მარშს“ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შეუერთდნენ.

მარშთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სხვადასხვა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმაც.

ფეხბურთელმა, რომელმაც ისტორიულ მატჩზე გოლიც გაიტანა, ინსტაგრამის "სთორიში" აქციიდან ფოტო გამოაქვეყნა. სულ მალე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის ინსტაგრამ გვერდი სოციალურ ქსელში აღარ იძებნებოდა...

9d8c992c-5a0c-41d1-9425-5748d5666db3-73846-1712733135.jpeg

მოგვიანებით გიორგის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა ის ფოტო გამოაქვეყნა, რაც ფეხბურთელის ინსტაგრამზე იყო.

"ძა­ლი­ან ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი რე­კავს, ბო­დი­ში რომ არ გპა­სუ­ხობთ, ჩვე­ნი პო­ზი­ცია აქ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია, ჩემი სი­ცო­ცხლით ვა­გებ პა­სუხს, პო­ზი­ცია შე­უც­ვლე­ლია!" - წერს როინ ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ფეხ­ბურ­თე­ლის პრო­ფილს ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა.