"ხაბაროვსკსა და კისლავოდსკში ტურების პერსპექტივა ნამდვილად არ ხიბლავთ. გიჟები კი არ არიან"- რას წერს დათო გორგილაძე ხელისუფლების წარმომადგენლებზე? - კვირის პალიტრა

"ხაბაროვსკსა და კისლავოდსკში ტურების პერსპექტივა ნამდვილად არ ხიბლავთ. გიჟები კი არ არიან"- რას წერს დათო გორგილაძე ხელისუფლების წარმომადგენლებზე?

მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე საქართველოში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში წერს:

"როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ევროპა ჩვენც გვინდა, მაგრამ..." აი, რას გულისხმობენ: მართლაც უნდათ, ოღონდ საკუთარი თავისთვისა და მათი ოჯახებისთვის. ქვეყნისთვის - არა. ასეთი ფორმულა აქვთ: თუ გინდა, რომ ევროპულ კურორტებზე დაისვენო, შენმა შვილებმა ევროპულ უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება, იქაური სამედიცინო მომსახურებით ისარგებლო, ევროპაში იმოგზაურო და საყიდლებით შეიქციო თავი, ამისთვის საჭიროა რომ საქართველოში გქონდეს ურყევი ძალაუფლება და განუზომელი გავლენები, რაც სტაბილურად მაღალ შემოსავალს გულისხმობს. ეს უკანასკნელი კი ევროპულ, დემოკრატიულ გარემოში შეუძლებელია. ქვეყანა დავაშოროთ, ჩვენ დავუახლოვდეთ! - ესაა ლოზუნგი, რომელსაც გულსა და გონებაში იმეორებენ, თორემ ხაბაროვსკსა და კისლავოდსკში ტურების პერსპექტივა ნამდვილად არ ხიბლავთ. გიჟები კი არ არიან" - წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.