"განუწყვეტლივ ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე..." - კვირის პალიტრა

"განუწყვეტლივ ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე..."

"მხოლოდ ბუნებრივ სილამაზეს ვანიჭებ უპირატესობას"

ანნა ბირთველიშვილის და მისი მეწყვილის კიდევ ერთი წარმატება

სახელი, გვარი: ანნა ბირთველიშვილი.

ასაკი: 22 წლის.

განათლება: დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: აქტიური პროფესიონალი მოცეკვავე, მოდელი.

ჰობი: ჯაზის მოსმენა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ახლახან საქართველოში 2 რეიტინგული ტურნირი ჩატარდა. მე და ჩემმა მეწყვილემ ორივეში გავიმარჯვეთ. 2 დღეში საბერძნეთში, საერთაშორისო რეიტინგულ ტურნირზე მივფრინავთ..."

"ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივატორი არის პიროვნული ზრდისკენ მუდმივი სწრაფვა და ჩემ გარშემო, სამყაროზე დადებითი გავლენის მოხდენის სურვილი. მჯერა, ყოველი გამოცდილება სწავლის, განვითარების შესაძლებლობაა. გარდა ამისა, საყვარელი ადამიანების, მენტორების და მისაბაძი ხალხის მხარდაჭერა და წახალისება შთამაგონებს, რომ ჩემი კომფორტის ზონის მიღმა გავძლო, ვისწრაფო სრულყოფილებისკენ... განუწყვეტლივ ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე..."

"ეჭვიანი არანაირად არ ვარ. მიუხედავად იმისა რომ ურთიერთობაში არ გახლავართ, ზუსტად ვიცი, ეჭვიანი მომავალშიც არ ვიქნები... ძალიან მიმნდობი და გულუბრყვილო ვარ, რაც შეიძლება უარყოფით თვისებად მივიჩნიოთ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 11 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი