"ნუ ავიგ­დებთ თავს მას­ხრად... თეატრი პოლიტიკური მოსაზრების მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი" - ვასილ ჩიგოგიძე დავით ბეშიტაიშვილს - კვირის პალიტრა

"ნუ ავიგ­დებთ თავს მას­ხრად... თეატრი პოლიტიკური მოსაზრების მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი" - ვასილ ჩიგოგიძე დავით ბეშიტაიშვილს

ოზურ­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ახა­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ობ და­ვით ბე­ში­ტა­იშ­ვილს მი­მარ­თავს. ჩი­გო­გი­ძე პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს:

"სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბის ან ჯგუ­ფის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი რო­გორ გა­ხა­დე, ძამი. ჩვენც გვაქვს ჩვე­ნი აზრი და ჩვენც ვართ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და არ ვფიქ­რობთ, რომ „გამჭვირ­ვა­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია“. სა­სა­ცი­ლო­დაც კი ჟღერს ასე­თი რა­მის თქმა დღეს. თა­ნაც თქვენ ჩემ­ზე უმ­ცრო­სე­ბი ხართ და ჩემ­ზე მეტი ხომ უნდა გეს­მო­დეთ ამ­ჟა­მინ­დელ მსოფ­ლი­ო­ში რამ­ხე­ლა გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვს ჩვენს ქვე­ყა­ნას. ნუ ავიგ­დებთ თავს მას­ხრად. ჩვენ ჩვენ საქ­მეს მივ­ხე­დოთ" - წერს ჩი­გო­გი­ძე.

შეგახსენებთ, რომ 9 აპ­რილს ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში სპექ­ტაკლ "მეფე ლი­რის" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ობ­მა და­ვით ბე­ში­ტა­იშ­ვილ­მა დარ­ბაზ­ში მყოფ მა­ყუ­რე­ბელს მი­მარ­თა:

“სა­ში­ნე­ლი სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე ვართ სულ ყვე­ლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად, იმის გამო, რომ ერ­თმა კაც­მა და მის­მა ქვე­შემრდო­მებ­მა კმა­ყო­ფი­ლე­ბა ნა­ხონ - არა რუ­სულ კა­ნონს!" - აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა და­ვით ბე­ში­ტა­იშ­ვილ­მა.

წაიკითხეთ: მსახიობის ემოციური მიმართვა სპექტაკლის დასრულების შემდეგ - “საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა...“