ფილერი ორგანიზმში გაქვავდა - რა დაემართა ქალს, რომელსაც პლასტიკური ოპერაცია კოშმარად ექცა
იერედ ლიკონას სრულყოფილი სხეულის მიღების ოცნება ნამდვილ კოშმარად იქცა - მექსიკელი ქალის განცხადებით, ექიმებს მისი საჯდომის კუნთის მოკვეთა მოუწიათ, მას შემდეგ, რაც შემავსებელი ფილერი ორგანიზმში გაქვავდა.
როგორც გაირკვა, ქალს არალეგალური შემავსებელი გაუკეთეს. მოგვიანებით მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ფილერმა გაჟონა და მისი ქსოვილი დაინფიცირდა."საშინელი ტკივილი დამეწყო. სარკეში ვუყურებდი ჩემს თავს და ვერ გამეგო რა ხდებოდა, ნამდვილი კოშმარი იყო. როგორც ამიხსნეს, ამ მდგომარეობას ASIA სინდრომი ჰქვია, ეს ანთებითი პროცესია, რომელსაც ორგანიზმში შემავსებლის შეყვანა იწვევს" - განაცხადა იერიდმა.
ეს სინდრომი პირველად ისრაელელმა იმუნოლოგმა იეჰუდა შონფელდმა შეისწავლა - იგი გამოწვეულია გადაჭარბებული რეაქციით ნივთიერებებზე, მათ შორის სილიკონზე. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები