ფილერი ორგანიზმში გაქვავდა - რა დაემართა ქალს, რომელსაც პლასტიკური ოპერაცია კოშმარად ექცა - კვირის პალიტრა

ფილერი ორგანიზმში გაქვავდა - რა დაემართა ქალს, რომელსაც პლასტიკური ოპერაცია კოშმარად ექცა

იე­რედ ლი­კო­ნას სრულ­ყო­ფი­ლი სხე­უ­ლის მი­ღე­ბის ოც­ნე­ბა ნამ­დვილ კოშ­მა­რად იქცა - მექ­სი­კე­ლი ქა­ლის გან­ცხა­დე­ბით, ექი­მებს მისი საჯ­დო­მის კუნ­თის მოკ­ვე­თა მო­უ­წი­ათ, მას შემ­დეგ, რაც შე­მავ­სე­ბე­ლი ფი­ლე­რი ორ­გა­ნიზ­მში გაქ­ვავ­და.

რო­გორც გა­ირ­კვა, ქალს არა­ლე­გა­ლუ­რი შე­მავ­სე­ბე­ლი გა­უ­კე­თეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­დი­კო­სებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ფი­ლერ­მა გა­ჟო­ნა და მისი ქსო­ვი­ლი და­ინ­ფი­ცირ­და."სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი და­მე­წყო. სარ­კე­ში ვუ­ყუ­რებ­დი ჩემს თავს და ვერ გა­მე­გო რა ხდე­ბო­და, ნამ­დვი­ლი კოშ­მა­რი იყო. რო­გორც ამიხ­სნეს, ამ მდგო­მა­რე­ო­ბას ASIA სინ­დრო­მი ჰქვია, ეს ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სია, რო­მელ­საც ორ­გა­ნიზ­მში შე­მავ­სებ­ლის შეყ­ვა­ნა იწ­ვევს" - გა­ნა­ცხა­და იე­რიდ­მა.

ეს სინ­დრო­მი პირ­ვე­ლად ის­რა­ე­ლელ­მა იმუ­ნო­ლოგ­მა იეჰუ­და შონ­ფელდმა შე­ის­წავ­ლა - იგი გა­მოწ­ვე­უ­ლია გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ით ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე, მათ შო­რის სი­ლი­კონ­ზე. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები