"როდესაც ბაქოს ქარხნები დაამთავრებენ გადაიარაღებას, ეს იქნება საქართველოს წამალი..." - როდის გაიფადება საწვავი?! - კვირის პალიტრა

"როდესაც ბაქოს ქარხნები დაამთავრებენ გადაიარაღებას, ეს იქნება საქართველოს წამალი..." - როდის გაიფადება საწვავი?!

„როდესაც ბაქოს ქარხნები დაამთავრებენ გადაიარაღებას, ეს იქნება საქართველოს წამალი, ყველა მიმართულებით, ბენზინი, დიზელი...“- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა პრესკლუბში „კვირა“ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანული საწვავი ევრო 5-ის სტანდარტს ბოლომდე დააკმაყოფილებს, პროდუქტს ევროპაში გაუშვებს, რაც საქართველოს გავლით მოხდება.

თუმცა ფასთან მიმართებით ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ ოპეკის მიერ დადგენილ ღირებულებას აზერბაიჯანი გვერდს ვერ აუვლის და მხოლოდ მცირედი სხვაობით შეძლებს, რომ საქართველოს მიაწოდოს.

„როდესაც ბაქოს ქარხნები დაამთავრებენ გადაიარაღებას, ეს იქნება საქართველოს წამალი, ყველა მიმართულებით, ბენზინი, დიზელი... გვერდით გვყავდეს მართლა ბრწყინვალე მეზობელი...

გადაიარაღება დღესაც მიმდინარეობს, იქ არ არის მხოლოდ ერთი დანადგარი, ეს არის მთელი სისტემა და მხოლოდ საქართველოსთვის არ გააკეთებს ხომ ამას?! გადააიარაღებს, რომ ევროპაში წავიდეს საწვავი, გაზი და ეს ყველაფერი მოხდება საქართველოს დახმარებით", - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

განაგრძე კითხვა