ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის 15 წლის ქალიშვილმა ბიჭის სახელი დაირქვა და მოითხოვს, ყველამ ასე მიმართოს - კვირის პალიტრა

ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის 15 წლის ქალიშვილმა ბიჭის სახელი დაირქვა და მოითხოვს, ყველამ ასე მიმართოს

თავიდან ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის სამი შვილიდან ერთ-ერთმა - სერაფინამ, ჩაცმის სტილი შეიცვალა, მერე თმა გადაიპარსა, ახლა კი ამბობს, რომ სერაფინა აღარ ჰქვია, ფინია და ასე უნდა მიმართონ. გოგონა უკვე ახალი სახელით ეცნობა ყველას და მოითხოვს გარშემო მყოფებისგან, პატივი სცენ მის არჩევანს.

ახალი იმიჯით - პიჯაკით და მოკლე ვარცხნილობით, 15 წლის სერაფინა გასულ უქმეებზე ბაბუის დაკრძალვაზე გამოჩნდა. ჯენიფერ გარნერის მამა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯენიფერ გარნერმა და ბენ აფლეკმა 2001 წელს "პერლ ჰარბორის" გადაღებებზე გაიცნეს ერთმანეთი. 2005 წელს იქორწინეს. წყვილს სამი შვილი ეყოლა - ორი გოგონა და ერთი ვაჟი. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

ასევე დაგაინტერესებთ - "სიყ­ვა­რუ­ლი მომთმე­ნი­ცაა. 20 წელი ით­მი­ნა" - ფილმი ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის სიყვარულზე: პრემიერა და შეყვარებული წყვილი წითელ ხალიჩაზე